საგარანტიო პირობები

ბეჭდვა

"X კომპიუტერს"-ში შეძენილი ტექნიკა ექვემდებარება საგარანტიო მომსახურებას შეძენიდან 10(ათი) თვის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებლის მიერ არ იქნება დაცული ექსპლუატაციის წესები და საგარანტიო პირობები (იხ.ქვემოთ):


ექსპლუატაციის წესები


1. ტექნიკის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია კვების სტაბილური წყარო (220V / 50Hz). ქსელში ძაბვის არასტაბილურობის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო ექსპლუატაცია რეგულატორების, ფილტრების, ან სხვა საშუალებების გამოყენებით.
2. პერიფერიული და სხვა მოწყობილობების შეერთება-მოხსნა დასაშვებია მხოლოდ კვების წყაროდან გათიშვის შემთხვევაში.
3. დაუშვებელია ტექნიკის გახსნა ნებისმიერი ტიპის სამუშაოების თუ ცვლილებების ჩატარების მიზნით, ფირმის წარმომადგენლის ან სპეციალური შეთანხმების გარეშე.
4. დაუშვებელია ნებისმიერი გაუმართაობის ან დაზიანების საკუთარი ძალებით აღმოფხვრის მცდელობა, ფირმის წარმომადგენლის ან სპეციალური შეთანხმების გარეშე.
5. ექსპლუატაცია უნდა ხორციელდებოდეს 15-30 გრადუს ტემპერატურის ფარგლებში, სუფთა და მშრალი გარემოს პირობებში.

საგარანტიო პირობები


1. წარმოდგენილი უნდა იყოს საგარანტიო სერთიფიკატი.
2. საგარანტიო მომსახურებას არ ექვემდებარება ტექნიკა, რომელსაც დაზიანებული აღმოაჩნდება, საგარანტიო წებოვანა (უკანა ბორტზე).
3. საგარანტიო მომსახურება გულისხმობს დაზიანებული აპარატურის შეკეთებასან შეცვლას(იმ შემთხვევაში თუ შეკეთებას არ ექვემდებარება),იგივე ან ანალოგიური მახასიათებლების მქონე აპარსტურით, ერთი თვის განმავლობაში, იმ შემთხვევაში თუ ზიანი არასტაბილური ძაბვის გამოა მიყენებული, მყიდველმა უნდა აანაზღაუროს შეკეთების ხარჯები. თუ ეს დეტალი ექვემდებარება შეკეთებას.
4. აპარატურის შეკეთება ხორციელდება ფირმის ტერიტორიაზე.
5. ფირმა არ უზრუნველყოფს შესაკეთებელი აპარატურის ტრანსპორტირებას.
6. საგარანტიო მომსახურებისათვის წარმოდგენილი აპარატურა მიწოდებული უნდა იქნას სრული კომპლექტით (დოკუმენტაცია, პროგრამული დისკები, შესაფუთი საშუალებები და ა.შ.).
7. ფირმა არ აგებს პასუხს გაყიდული აპარატურის არათავსებადობაზე სხვა აპარატურასთან.
8. ფირმა არ აგებს პასუხს გაყიდული ტექნიკის არაკანონზომიერი ექსპლუატაციის, ან საერთო ნორმების დარღვევით ექსპლუატაციის შემთხვევაში.
9. გარანტია არ ვრცელდება გარე ცვეთად ნაწილებზე: FD-Drive, CD-Drive, მაუსი, კვების ბლოკი, კლავიატურა, კარტრიჯი, კაბელები, ქეისი, ქულერი, ყურთსასმენი ….
10. გარანტია არ ვრცელდება თხევადკრისტალურ მონიტორებზე მკვდარი წერტილების გაჩენის შემთხვევაში, თუ წერტილების რაოდენობა არ აღემატება მწარმოებლის მიერ დაწესებულ ლიმიტს.
11. გარანტია არ ვრცელდება დედაპლატის შეყვანა/გამოტანის პორტებზე.
12. მყიდველის მიერ საგარანტიო პირობების არგაცნობით გამოწვეული გაუგებრობის შემთხვევაში ფირმა იხსნის პასუხისმგებლობას.